რამე წყარო არ მაქვს, მაგრამ ძალიან ლამაზი იქნებოდა, თუ სიტყვები "მზე" და "ზე" ერთმანეთთან კავშირში იქნებოდნენ, ისევე როგორც "ქვა" და "ქვევით". ამ მოსაზრებას ამყარებს მეგრულ ენასთან შედარებაც, სადაც მზე "ბჟა" არის, ზევით/ზემოთ კი - "ჟი". სვანურშიც ასეა: მზე - "მიჟ", ზევით/ზემოთ კი - "ჟი" და მისი სახესხვაობები.
მთვარეს რაც შეეხება, ხალხური ეტიმოლოგიით "მთოვარედან" მოდის. ჩემთვის ახალი მიგნება ისაა, რომ მეგრულში მთვარეს "თუთა" ჰქვია და, როგორც ჯავახიშვილი წერს, ძველ ქართველურ ენებშიც "თუთე" უნდა რქმეოდა. აქედან ვიღებთ ასეთ ტრანსფორმაციას: თუთე > თთუე > თვე. თვის ხანგრძლივობა მთვარესთან იმ კავშირშია, რომ მთვარის ციკლი დაახლოებით 29.5 დღეა, ანუ ერთი თთუე.
ვარსკვლავი ცოტა რთული ამოსახნელია, მაგრამ საინტერესო. ვარსკვლავს მეგრულად "მურიცხი" ჰქვია. კარგათ თუ დავაკვირდებით, ამ ორი სიტყვის საერთო წარმომავლობას დავინახავთ: მარსკულავ [ძვ. ქართ.] > მარსქულავ [მეგრ.] > მარსხულავ > მარცხულავ. სხვათაშორის, როგორც ჯავახიშვილი ამბობს, გვარი მირცხულა-ვა იგივეა, რაც ვარსკვლავი-შვილი. მოკლედ, ფუძეები 'სკვლ' და 'რცხლ' რეალურად ერთიდაიგივეა.
იმ დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, რომ სიტყვა 'ურიცხვი' (და, შესაბამისად, - 'რიცხვი'), ვარსკვლავების უთვალავი რაოდენობითაა ნაკარნახები და "მურიცხის" ან მისი რომელიმე ვარიანტის სახეცვლილი ფორმაა.
იმ დასკვნის გაკეთებაც შეიძლება, რომ სიტყვა 'ურიცხვი' (და, შესაბამისად, - 'რიცხვი'), ვარსკვლავების უთვალავი რაოდენობითაა ნაკარნახები და "მურიცხის" ან მისი რომელიმე ვარიანტის სახეცვლილი ფორმაა.