7.12.2016

ეტიმოლოგია: ფორთოხალი

დიდი საიდუმლო არაა, რომ 'ნარინჯი' არაბული სიტყვაა, ფორთოხალს ნიშნავს და ქართულ ენაშიც სწორედ ამიტომაა 'ნარინჯისფერი' 'ფორთოხლისფერის' სინონიმი. 'ნარინჯი' ასეთივე ფორმით არსებობს ესპანურ ენაში - naranja - და ოდნავ შეცვლილი ფორმით ინგლისურში - orange.

ფორთოხლის სამშობლო, სავარაუდოდ, მცირე აზიის აღმოსავლეთი ან ინდოეთის ჩრდილოეთი უნდა იყოს. ამიტომ, ევროპაში ამ ხილის გავრცელებისას მას სანსკრიტული (ძველინდური ენა), სპარსული და არაბული სახელით, 'ნარინჯით' მოიხსენიებდნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში გავრცელებულ ნარინჯს ჩვენთვის დღეს ნაცნობზე ბევრად უფრო მწარე გემო ჰქონია. ასე ყოფილა XV საუკუნემდე, როდესაც პორტუგალიელმა ვაჭრება ინდოეთიდან ტკბილი ნარინჯის ჩამოტანა დაიწყეს. ტკბილ ნარინჯს კი სხვა ქვეყნებში 'პორტუგალიურ ნარინჯი', ან, უბრალოდ, 'პორტუგალიური' (portakal, πορτοκάλι, портокал, bourtouqal, ფორთოხალი) დაარქვეს.

სულ ეს იყო.