ამ პოსტში რამდენიმე თანაჟღერადი სიტყვაა თავმოყრილი და ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ სიტყვების ჩამონათვალი, ბრეინშტორმინგის, გნებავთ, გონებრივი იერიშის შემდეგ, ასეთნაირად მესახება:
ენგური, გურია, ეგრისი, მეგრელი.
ენგურით დავიწყოთ. რადგან ყველანი სამხრეთიდან მოვდივართ, შეგვიძლია საკმაო თავდაჯერებით ვივარაუდოთ, რომ მაშინდელი მიგრაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება შავი ზღვის გასწვრივ, დღევანდელი ლაზეთის ტერიტორიიდან ჩრდილოეთით, მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორია იყო. ამ პროცესს ძალიან დიდი ხნის წინ, ათასწლეულების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, - ანუ იმ დროს, როცა შუმერულიდან ნაწარმოები და შემდგომი ცივილიზაციები ქართველური ტომების შორიახლოს თანაარსებობდნენ და, შეიძლება, მათი უშუალო წინაპრებიც იყვნენ. აქ, ბუნებრივია, საუბარია არა რაიმე სახის ზებუნებრივ კავშირზე, არამედ მიგრაციული პროცესების ლოგიკურ შედეგებზე.
აქედან გამომდინარე, არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ შუმერული მითოლოგია, რომელსაც ბაბილონურ, აქადურ და ხეთურ კულტურებშიც დიდი გავლენა ჰქონდა, კოლხეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებშიც იქნებოდა გავრცელებული. ამ მითოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი პერსონაჟი კი ენქი, წყლების ღმერთი იყო. თუ მას ქართველურ სუფიქს 'ური'-ს დავუმატებთ, მივიღებთ:

ენქი > ენქური > ენგური.
მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს ის, რომ ენქის სამფლობელოს, ანუ სასმელი წყლების სამყაროს, 'აფსუ', იგივე 'აბზუ' ეწოდება. 'აფსილები' და 'აბაზგები' აფხაზეთის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები უძველესი ტომებია (შეად.: მდინარე 'ფსოუ', ქალაქი 'ტუაფსე' (ადიღეურად ნიშნავს 'ორ მდინარეს'). თუ ამან თქვენი აღფრთოვანება ვერ გამოიწვია, იმასაც დავამატებ, რომ აფხაზს აფხაზურ ენაში 'აფსუა' ჰქვია. და თუ ისევ ინდიფერენტული ხართ, იმასაც გეტყვით, რომ 'აფსუ'-ს, ანუ 'აბზუ'-ს სინონიმი შუმერულ ენაში არც მეტი, არც ნაკლები - 'ენგური' იყო. ეს ის შემთხვევა არაა, როცა შუმერულ სიტყვებს ხელოვნურად ცვლიან ამა თუ იმ მსგავსების საპოვნელად. როგორც 'აფსუ' და 'აბზუ', ისე 'ენქი' და 'ენგური' ავთენტური, გავრცელებული შუმერული სახელებია. თავად დაგუგლეთ.
აქვე უნდა ვახსენოთ ქართული სიტყვა 'ანკარა', რომელიც ექსკლუზიურად წყლის ეპითეტად გამოიყენება.
აქვე უნდა ვახსენოთ ქართული სიტყვა 'ანკარა', რომელიც ექსკლუზიურად წყლის ეპითეტად გამოიყენება.
ენგურიდან ეგრისამდე ასეთნაირად მივდივართ:
ენგური > ენგურისი > ენგრისი > ეგრისი
ანუ, ეგრისი არის "ქვეყანა (ადგილი, მხარე) ენგურისი." სავარაუდოდ, ანალოგიური - და არა დღეს სახალხოდ გავრცელებული - წარმოშობა აქვს ტოპონიმ 'რაჭას'. ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიურ ლექსიკონში მითითებულია აკაკი შანიძის მოსაზრება, რომელიც რაჭის ეტიმოლოგიას სვანი დიდგვაროვნის, ვინმე რატის სახელს უკავშირებს. ანუ, რაჭა არის "ქვეყანა (ადგილი, მხარე) რატისა" (="რატიშა". 'ს' და 'შ' ძველქართულში ხშირად ურთიერთჩანაცვლებადია):
რატიშა > რატშა > რაჭა.
რაც შეეხება 'მეგრელს', ის არა ეგრისიდან, არამედ უშუალოდ ენგურიდან უნდა წარმოდგებოდეს:
ენგური > ენგურელი > მენგურელი > მენგრელი > მეგრელი
მოსაზრებას ამყარებს სხვადასხვა ენაში მეგრელის ეთნონიმში 'ნ' ასოს არსებობა (მაგ.: 'manraloi' - პტოლემეუსი, ძვ.წ. მე-2 საუკუნე; 'mingrelian' და სხვ.). აქ ხალხური ეტიმოლოგიის ვერსიაც უნდა ვახსენოთ, რომელიც 'მარგალს' (მეგრელი მეგრულად) 'მარგვლა'-სთან აკავშირებს. ეს ვერსია დაუსაბუთებელია, რადგან მეგრულად მარგვლა 'ბარგუაა', რომელიც, თავის მხრივ, 'ბერგი'-დან მოდის, რაც თოხს ნიშნავს (შეად. ქართ. 'ბარი').
ბარემ აქვე ვართ და სვანებიც ვახსენოთ. დაახლოებით 2000 წლის წინ სტრაბონი ახსენებს ხალხს, სახელად 'სანნი', რომელთა ერთი ნაწილი დღევანდელი ჭოროხის მახლობლად სახლობდა და მეორე - რიონს მიღმა. ჩვენ ისიც ვიცით, რომ დღევნდელი ლაზების და მეგრელების საერთო წინაპრები ზანები იყვნენ. აქედან ასეთი კავშირი შეიძლება დავინახოთ:

ზანი > სანი > სუანი (ძვ. ქართ.) > სვანი
ამ მიდგომით როგორც ზანი და სვანი, ისე ზანეთი და სვანეთი ერთმანეთთანაა გაიგივებული, რაც რეალურადაც ასე იქნებოდა ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე ზანების ნაწილის თავდაპირველი გადასახლებისას. ეს პროცესი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მეორე ათასწლეულში ან უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, რა დროსაც სვანური მაშინდელ პროტო-ქართველურ ენას გამოეყო.
ზოგიერთ წყაროში სვანეთი 'სავანეთთან' არის დაკავშირებული. ეს მოსაზრება ნაკლებად სარწმუნოა, რადგან, ამ შემთხვევაში, ტოპონიმისგან ნაწარმოები ეთნონიმი 'ს(ა)ვანეთელი' იქნებოდა. აღნიშნული პრობლემა არ არსებობს, თუ ტოპონიმს ეთნონიმისგან ვაწარმოებთ: სვანი > სვანეთი.
ისე, 'ვან' სუფიქსს რაც შეეხება, მასზე დაბოლოებული ადგილი უამრავია როგორც საქართველოში (ვანი, ფარავანი, ალვანი, თხილვანი და სხვ.), ისე სომხეთში (ერევანი, სევანის ტბა, ბაგავანი და უამრავი სხვა.), თურქეთში (ვანის ტბა) და აზერბაიჯანში (ნახიჭევანი). 'ვან' ქალდეურ (ურარტუს) ენაში არსებული 'ბიაინი'-დან მოდის და ადგილს, დასახლებას, ქალაქს ნიშნავს (შეად.: უბანი, ურბანული).
გურია დაგვრჩა. მიუხედავად ფონეტიკური მსგავსებისა, არა მგონია, ენგურიდან ნაწარმოები იყოს. ალბათ, მისი ახსნა მეგრული სიტყვა 'გური'-თ შეიძლება, რაც გულს აღნიშნავს. მართლაც, თუ ლაზეთი სამხრეთით მდებარეობს და ენგურის მიდამოები - ჩრდილოეთით, მაშინ გურიის ტერიტორია ზანურ ენაზე მოსაუბრე ხალხებით დასახლებული ტერიტორიის შუაგულში რჩება.

მოკლედ, ამ ყველაფრიდან მთავარი დასკვნა ის არის, რომ სახელი 'მეგრელი' შუმერული ღმერთის, ენქის სახელს შეიძლება უკავშირდებოდეს. ეს არა ამ ორ ერს შორის მაინცდამაინც ნათესაურ კავშირზე, არამედ ენქის კულტის ფართოდ გავრცელებაზე მიუთითებს. კიდევ ერთი დასკვნა ის არის, რომ ალბათ მეტისმეტად ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და კარგი იქნებოდა, რამე უფრო სასარგებლო მეკეთებინა.