როცა ჰოლანდიელებმა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო დაიკავეს, იქაურობას ახალი ჰოლანდია, მანჰეტენის დასახლებას კი ნიუ-ამსტერდამი დაარქვეს. მერე ინგლისელებმა ნიუ-ამსტერდამი ნიუ-იორკად გადააკეთეს, იორკის (ინგლისი)
გამო. ესპანელები როცა ვენესუელაში ჩავიდნენ, იქ წყალზე მდგარი სახლები უნახავთ და იქაურობისთვის ”პატარა ვენეცია”
დაურქმევიათ. იოლი წარმოსადგენია, რომ იგივე
მოხდა ჩვენი ბაღდათის შემთხვევაშიც. მაგრამ უფრო შორსაც შეიძლება წასვლა. ახლო აღმოსავლეთში ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს, ასურეთის დედაქალაქი აშური (Aššur) იყო. ხაშური? არა? კაი.
ასურელებამდე მესოპოტამიაში შუმერები და აქადელები იყვნენ. სავარაუდოა, რომ მათ მითოლოგიებში არსებული ღმერთები დღეს ქართულ სახელებში ცოცხლობენ, მაგალითად, ცის ღმერთი
”ანუ” (ანი, ანა) და წყლის ღმერთი ”ია”. შუმერებსვე ჰყავდათ სიყვარულისა და ომის ქალღმერთი ”ინანა” (ნანა).
საერთოდ, ”ნინ” შუმერულ ენაში
ქალის აღმნიშვნელი სიტყვა იყო. სახელი ნინო დღეს ფეისბუქზე საქართველოდან დარეგისტრირებულ პროფილებს შორის ყველაზე
ხშირია. შუმერულ მითოლოგიაში არსებობდა მწყემსი ”დუმუზი”,
რომელიც გვიანდელ ბაბილონურ პოემებში მოხსენიებულია, როგორც ”თამაზი” (Tammuz). დიდი ტრაგიკული პერსონაჟი იყო დუმუზი. ზემოხსენებული ინანას საყვარელი ყოფილა
თურმე და მერე ათასი
რამ გადახდენია თავას. მგონი
ჩიტადაც გადააქცია ინანამ.
ინანას აქადური (აქადელები შუმერების მერე იყვნენ მესოპოტამიაში) სახელი ”იშთარია”.
იშთარი ძალიან ჰგავს ქართულ
(არაბულ) ”მუშთარს”, რომელიც მგონი იმავდროულად ღვთაებაცაა და თან ვეფხისტყაოსნის მიხედვით პლანეტა იუპიტერს აღნიშნავს. ი-შთარ-ი, მუ-შთარ-ი, star? აქვე, ძალიან
მაინტერესებს,
მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს,
რატომ აღნიშნავდა არაბეთსა და საქართველოში სიტყვა
”მუშტარი” კლიენტსაც და იუპიტერსაც.
მუშთარი ექვს სხვა მნათობთან ერთად შუამდინარეთში, კავკასიაში, ათთეთრიანსა და საქართველოს რაგბის კავშირის ლოგოზე
გავრცელებულ ორნამენტში, ბორჯღალშია ასახული. არსებობს მოსაზრება, რომ ბორჯღალის შვიდი ”მკლავი”
შვიდ წმინდა მნათობს აღნიშნავს (მზე, მერკური, ვენერა, მთვარე,
მარსი, იუპიტერი და სატურნი).
თუ ამ სიას კიდევ
ყურადღებით გადავავლებთ თვალს, შეამჩნევთ, რომ მასში დედამიწა არაა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი წინაპრები, ისევე როგორც
მთელი მაშინდელი მსოფლიო, ჰელიოცენტრულ სისტემასთან მაინცდამაინც კარგად
ვერ იყვნენ. ბორჯღალი ალბათ გეოცენტრული სისტემის მოდელია.
ეტიმოლოგიას დავუბრუნდეთ. რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით, ბორჯღალი ”ბარჩხალისგან” წარმოდგება, რაც თვალისმომჭრელ ნათებას ნიშნავს. მეორე ვერსია განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვაძლევს: ”ბორჯ” მეგრულად ”დრო” ყოფილა და ”ღალ” - ”წაღება”, ”სვლა”. ამ გაგებით ბორჯღალი დროის დინებაა. მაგრამ არსებობს მესამეც, უფრო საინტერესო ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ”ბორჯღი” ძველი ქართული სიტყვაა და ”ფესვს”, ”საძირკველს” ნიშნავს. მოგვიანებით, თურმე, ”ბორჯღისგან” სიტყვა ”ბურჯი” გაჩნდა ქართულ ენაში. ალბათ, ბორჯომის ეტიმოლოგიაც სადღაც აქვე უნდა ვეძებოთ.

ქართულ მითოლოგიაში მუშთარის გარდა სხვა უამრავი მცირე თუ დიდი ღვთაება არსებობდა. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ბარბალე, მზის ქალღმერთი იყო. ბარბალესგან წარმოდგება ცეცხლის
”ალი” (ბარბ-ალე; ”ალე”
- ”ალი”). ცეცხლზე იტყვიან ხოლმე,
აბარბალდაო (მზესავით გახდა). იგივე
სიტყვა უნდა იყოს ”ვარვარიც” (გავარვარებული = გაბარბალებული. ვ-ს და ბ-ს ახლოს მდგომობაში დასარწმუნებლად ესპანური ენის მაგალითის მოყვანაც საკმარისია). სხვათაშორის, ბერძნულ ენაში
”ბარბარუსი” უცხოს, შორეულს ნიშნავდა; და თუ მამაკაცისთვის ეს ეპითეტი
შეურაცხმყოფელად
ითვლებოდა, ქალისთვის თურმე ნაკლებად, რადგან
ეს მის ეგზოტიკურობაზე მიუთითებდა. აქედან გაჩენილა სახელი ბარბარა და შემდეგ
ბარბი. ჩვენს ბარბალეს რომ დავუბრუნდეთ, მისი სახელი ყველაზე მნიშვნელოვანი იმითაა,
რომ სწორედ მისგან წარმოდგება სიტყვა
”ბორბალი” (მზესთან სიმრგვალით ფიზიკური მსგავსების გამო).
ერთ-ერთი ყველაზე
საინტერესო ეტიმილოგია, რომელსაც ბოლო პერიოდში გადავაწყდი,
ბორჯღალის ერთ-ერთ მკლავზე
მდებარე კიდევ ერთი მნათობის, ”მთვარის”
ეტიმოლოგიაა. ხალხური ეტიმოლოგიით ძველად თურმე მას ”მთოვარეს” ეძახდნენ, რაც მთვარის ზედაპირის თეთრ შეფერილობას ხსნიდა.
ასეთივე ნაკლებად სარწმუნო ლეგენდა არსებობს კილიმანჯაროს სახელთან დაკავშირებით. ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთი ტომის
ბელადმა თავისი ქვეშევრდომები ”ვერცხლის” მოსატანად გაუშვა კილიმანჯაროს მწვერვალზე.
წამოიღეს იმათმაც ეს ”ვერცხლი”
მთიდან, მაგრამ ბელადს როცა მიუტანეს, ჭურჭელში წყლის მეტი არაფერი არ იყო.
ტომზე გამახსენდა, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და კიდევ ერთი სიტყვის
ეტიმოლოგიას ჩავწვდი ამას წინათ.
”ნატამალის” თავდაპირველი ფორმა ”ნატომალი” უნდა იყოს. ალბათ, ადრე ერთი ტომი მეორეს
რომ დაიპყრობდა ხოლმე, იტყოდნენ, იმ ადგილას იმათი ”ნატომალიც” აღარ დარჩაო.
ტრაბახს რაც შეეხება,
მას ძალიან საინტერესო ეტიმოლოგია შეიძლება ჰქონდეს. არ ვიცი, ერთმანეთთან ლათინური ენა აკავშირებთ თუ პირდაპირ იპოვეს ერთმანეთი, მაგრამ საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ტრაბახი ესპანური trabajo-სგან (ტრაბახო; ზმნა trabajar (ტრაბახარ), საიდანაც "არ" ინფინიტივის ნიშანია) წარმოდგება. Trabajo ესპანურად საქმეს, მუშაობას, ვაჭრობას ნიშნავს.
ტრაბახის ჩვენეულ გაგებასთან ესპანური trabajo-ს დასაკავშირებლად ამ უკანასკნელის რომელიღაც ლექსიკონში მოცემული ერთ-ერთი მნიშვნელობა, ”საჩვენებლად გამოფენა” დაგვეხმარება. როდესაც ვაჭრობისას ესპანელი ვაჭარი
თავის გასაყიდ პროდუქციას დახლზე გამოფენს და მათ ქებას იწყებს,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ტრაბახობს. თუ ესპანური სიტყვის
ქართულ ენაში გავრცელება რთულად წარმოსადგენად გვეჩვენება,
შეგვიძლია ”მარიაჟი” გავიხსენოთ, რომელიც ქართულ
ზეპირსიტყვიერებაში ფრანგულიდან შემოსული სიტყვაა
და ორიგინალში ქორწილს ნიშნავს.
ქორწილი კიდევ პატარძლის გარეშე წარმოუდგენელია. პატარძალი ორი სიტყვის - ”პატა” და ”რძალი”-ს შეერთებით მიიღება. არა მგონია, ასე მარტივი იყოს, მაგრამ ”პატა” შეიძლება ”პატარას” შემოკლებული ფორმაა. რძალს რაც შეეხება, მისი ეტიმოლოგია უფრო საინტერესოა. იოლი შესაძლებელია, რომ ”რძალი”-ს ფუძე ”რძე” იყოს, რაც დედის მიერ ახალშობილის გამოკვებასთანაა კავშირში.
როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, რძალს, ჩვენი შედარებით გვიანდელი ტრადიციის მიხედვით, შუბას ყიდულობდნენ ხოლმე (მაპატიეთ.). იუკატანის ნახევარკუნძულზე, დღევანდელი ბელიზის ტერიტორიაზე მაიას ტომის ძველი ქალაქი, კარაკოლი მდებარეობს. სახელი ესპანური ყოფილა, ”ხვეულს” და ”სპირალურს” (volute) ნიშნავს და ქალაქს იმიტომ დაერქვა, რომ ესპანელებს მასთან მისასვლელად მიხვეულ-მოხვეული გზის გავლა დასჭირდათ. Volute-ს თუ დაგუგლავთ, სურათებში კარაკულის შუბის ნაწილების მოყვანილობის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ.

თვითონ იუკატანის ეტიმოლოგიაც ცალკე აღნიშვნის ღირსია. მე და გელას რასადროდისთვის კითხვა გვქონდა ერთხელ: ”ერთი წუთის შემდეგ მითარგმნეთ მაიას ტომის ენიდან ავსტრალიელი აბორიგენების ენაზე ”იუკატანი”. კითხვაზე პასუხის გასაცემად იმ ლეგენდის ცოდნა იყო საჭირო, თუ როგორ დაერქვა კენგურუს კენგურუ. მითის მიხედვით, როცა ევროპელებს ცხოველი პირველად უნახავთ, აბორიგენებისთვის უკითხავთ, ეს რა ცხოველიაო. აბორიგენებმა, რომლებმაც ევროპელების კითხვა ვერ გაიგეს, უპასუხეს, თქვენი ვერ გავიგეთო. ამ ვერსიით, სიტყვა კენგურუც ამას ნიშნავს. ანალოგიური ისტორია არსებობს ესპანელ კონკისტადორებსა და იუკატანთან დაკავშირებითაც.
როგორც წესი, შეხვედრისას ”იუკატანზე” და ”კენგურუზე” ხშირად ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას ეუბნებიან. საიდუმლო არაა,
რომ გამარჯობა ”გამარჯვების” სახეცვლილი ფორმაა. მაგრამ
აქ საინტერესო სხვა რამეა.
ალბათ არცერთი ენის ცალკე
აღებულ არცერთ სიტყვაში არ ჩანს ასე ნათლად ქვეყნის
მთელი ისტორია, როგორც გამარჯობაში. ჩვენ ხომ მუდამ ომების
და ბრძოლების გადატანა გვიწევდა სხვადასხვა დამპყრობელთან თუ დასაპყრობელთან. ბუნებრივია, რომ გამარჯვება ასეთ დროს ყველაზე სასურველი და საჭირო
რამ იყო.
იგივე ლოგიკას მიჰყვება რუსული მისალმებაც. Здравствуй-ს თავდაპირველი ფორმა здрава желаю ("ჯანმრთელობას გისურვებ") იყო. გასაკვირი არაა, რომ ცივ და ყინვებიან რუსეთში ჯანმრთელობა ყველაზე მეტად ფასობდა.
იგივე ლოგიკას მიჰყვება რუსული მისალმებაც. Здравствуй-ს თავდაპირველი ფორმა здрава желаю ("ჯანმრთელობას გისურვებ") იყო. გასაკვირი არაა, რომ ცივ და ყინვებიან რუსეთში ჯანმრთელობა ყველაზე მეტად ფასობდა.
დამახასიათებელია იტალიური მისალმებაც. ჩაო (ciao) ვენეციური ფრაზისგან, s-ciào su-სგან წარმოდგება, რაც ითარგმნება, როგორც ”მე შენი მონა ვარ” (შეად. "გენაცვალე"). მონის აღმნიშვნელი სიტყვა ვენეციურ ენაში s-ciào ან s-ciàvo იყო, რომელიც ლათინური sclavus-ისგან წარმოდგება. Sclavus-ი, თავის მხრივ, ”სლავურს” ნიშნავს. მონა და სლავი რომაელებისთვის გაიგივებული იმიტომ იყო, რომ ვენეციელებმა ბალკანელი სლავები დაიპყრეს და მონებად აქციეს. ინგლისური slave-იც აქედან მოდის.
თვითონ ეტიმოლოგიის ეტიმოლოგიის გაგებაც მინდოდა, იქნებ რამე კარგი იყოსმეთქი. მარა დიდი ვერაფერი. ბერძნულიდან მოდის და, არ გაგიკვირდებათ და, ”(სიტყვების) ნამდვილი არსის შესწავლას” ნიშნავს.
აი, პოსტის სათაურის ეტიმოლოგია თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ რივსის გამოსვლის პირველი ორი წუთი ნახოთ. რივსი
ამერიკელია და იმ ქალაქიდანაა, რომელსაც ჯერ ჰოლანდიელებმა ნიუ-ამსტერდამი დაარქვეს, ხოლო შემდეგ ინგლისელებმა სახელი შეუცვალეს.