პირველი პარასკევივითაა.
ანუ, პირველი პარასკევი კი არაა რამე, პირველია პარასკევივით.
აი, თქვენ თვითონ ნახეთ: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და მერე - უცებ, არსაიდან - პარასკევი. პარასკევი ბერძნული სიტყვაა და პარასკევს ნიშნავს.

პირველი კიდე რაღაცნაირად იტალიურად ჟღერს, როგორც Pirelli, ან ფიორელა მორელი. პერუელია, კი, მაგრამ იტალიელი კოლონიზატორების შთამომავალი.
მოკლედ, პირველს ლათინური ფუძე უნდა ჰქონდეს; ზუსტად ისეთი, რომელსაც სხვა სიტყვებშიც ვხვდებით: პრივილეგია, prevail, первый და უამრავი სხვა, მსგავსი პრეფიქსით დაწყებული სიტყვა. ამ სიტყვების ფუძე პროტო-ინდოევროპული per უნდა იყოს.
ცოტათი უკან თუ წავალთ, ლათინური "პრივუს", საიდანაც ინგლისური "private" წარმოდგება, ინდივიდს, ადამიანს აღნიშნავს, ისევე როგორც ჩვენთან "პირი". რადგან აქვე ვართ, ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ ქართული "ყური" და პროტო-ინდოევროპული ḱleu̯ (და მისი შთამომავალი ინგლისური "ear") მონათესავე სიტყვები უნდა იყვნენ. საინტერესოა მკერდის, კარდიოს და heart-ის მსგავსებაც, რომელთა წყაროც, სავარაუდოდ, პროტო-ინდოევროპული ḱḗr-ია.