ეტიმოლოგია: მოზვერი

July 07, 2013

ამას წინათ შევნიშნე, რომ ”მო-ზვერი” ძალიან ჰგავს რუსულ ”ზვერს” (”зверь” - ”ცხოველი”). არადა, სახელი ისეთი გავრცელებული ცხოველისთვის, როგორიც მოზვერია, ქართველებს მე-18 საუკუნემდეც აუცილებლად გვექნებოდა. ამიტომ რუსულის გავლენაზე მეტად ამ ორი სიტყვის საერთო ფუძის ძებნა ჯობია.

რუსული ზვერი პროტო-სლავური zvěrь-ისგან წარმოდგება, რომელიც, თავის მხრივ, ძველი ბერძნული thēr-ისგან (ზუერი) მოდის.

უნარების ტესტებს ვაკეთებ ეს დღეებია ინტენსიურად და წაკითხულის გააზრებაში ერთი ტექსტი ბერძნული და კავკასიური ენების ურთიერთგავლენაზე შემხვდა. ბერძნებს კოლონიები ჰქონდათ აღმოსავლეთით, ხოლო კავკასიელები მცირე აზიაში სახლდებოდნენო და კულტურული სიახლოვე იყოო, რაც ენებში აისახაო. 

ჰოდა, ორი ვარიანტი გვაქვს: ან ბერძნული thēr-ი შემოვიდა საქართველოში, ან პირიქით - ზვერი (ან მისი რამე სახესხვაობა) ქართული სიტყვაა და ბერძნებმა ჩვენგან გადაიღეს. მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ მოზვერის თავდაპირველი ფორმა ”მოზუერია”. ქართულში ზვერის წინ ”მო”-ს არსებობა, სავარაუდოა, რომ იმ ხმითაა განპირობებული, რასაც მოზვერი და მისი მონათესავე ცხოველები გამოსცემენ. ანუ, მოზვერი ის ”ზვერია”, რომელიც ”მო” ხმას გამოსცემს - ”მო” ცხოველი. 

P.S. იმ თეორიას, რომ ”მო” მოზვერში მისი ხმის გამოა, მხარს უჭერს ინგლისური სიტყვა ”Moose" (”მუუზ”, თავდაპირველად ”მოოზ”), რომელიც ამერიკულ ინგლისურში ჩრდილოეთ ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობის, ნარაგანსეტის ენიდან შევიდა და ცხენ-ირემს აღნიშნავს, რომელსაც მოზვერისგან დიდად განსხვავებული ხმა არ უნდა ჰქონდეს.

ეტიმოლოგიური ჩიმბორასო

June 18, 2013

როდესაც ჰოლანდიელებმა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო დაიკავეს, იქაურობას ახალი ჰოლანდია, მანჰეტენის დასახლებას კი ნიუ-ამსტერდამი უწოდეს. მერე ინგლისელებმა ნიუ-ამსტერდამი ნიუ-იორკად გადააკეთეს, იორკის (ინგლისი) გამო. ესპანელები როცა ვენესუელაში ჩავიდნენ, იქ წყალში მდებარე სახლები ნახეს და იქაურობასპატარა ვენეციადაარქვეს. იოლი შესაძლებელია, რომ იგივე მოხდა ჩვენი ბაღდათის შემთხვევაშიც. მაგრამ უფრო შორსაც შეიძლება წასვლა. ახლო აღმოსავლეთში ძველი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დომინირებული სახელმწიფოს, ასურეთის დედაქალაქი აშური (Aššur) იყო. -აშური anyone? 

ასურეთამდე მესოპოტამიაში შუმერები იყვნენ. ალბათ არცერთ ხალხში არაა იმდენი შუმერული სახელი, რამდენიც ქართველებში. შუმერების მთავარი ღმერთიანუიყო (ანი, ანა), მას შემდეგია (Ea) მოდიოდა, წყლის ღმერთი. შუმერებს ჰყავდათ სიყვარულისა და ომის ქალღმერთიინანა” (ნანა). საერთოდ, ”ნინშუმერულ ენაში ქალის აღმნიშვნელი სიტყვა იყო. სახელი ნინო დღეს ფეისბუქზე საქართველოდან დარეგისტრირებულ პროფილებს შორის ყველაზე ხშირია. შუმერულ მითოლოგიაში არსებობდა მწყემსიდუმუზი”, რომელიც გვიანდელ ბაბილონურ პოემებში მოხსენიებულია, როგორცთამაზი (Tammuz). დიდი ტრაგიკული პერსონაჟი იყო დუმუზი. ზემოხსენებული ინანას საყვარელი ყოფილა თურმე და მერე ათასი რამ გადახდენია თავას. მგონი ჩიტადაც გადააქცია ინანამ

ინანას აქადური (აქადელები შუმერების მერე იყვნენ მესოპოტამიაში) სახელიიშთარია”. იშთარი ძალიან ჰგავს ქართულ (არაბულ) ”მუშთარს”, რომელიც მგონი იმავდროულად ღვთაებაცაა და თან ვეფხისტყაოსნის მიხედვით პლანეტა იუპიტერს აღნიშნავს. -შთარ-, მუ-შთარ-, Star? აქვე, ძალიან მაინტერესებს, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რატომ აღნიშნავდა არაბეთსა და საქართველოში სიტყვამუშტარიკლიენტსაც და იუპიტერსაც.

მუშთარი ექვს სხვა მნათობთან ერთად შუამდინარეთში, კავკასიაში, ათთეთრიანსა და საქართველოს რაგბის კავშირის ლოგოზე გავრცელებულ ორნამენტში, ბორჯღალშია ასახული. არსებობს მოსაზრება, რომ ბორჯღალის შვიდიმკლავიშვიდ წმინდა მნათობს აღნიშნავს (მზე, მერკური, ვენერა, მთვარე, მარსი, იუპიტერი და სატურნი). თუ ამ სიას კიდევ ერთხელ ყურადღებით გადაავლებთ თვალს, შეამჩნევთ, რომ მასში დედამიწა არაა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი წინაპრები, ისევე როგორც მთელი მაშინდელი მსოფლიო, ჰელიოცენტრულ სისტემასთან მაინცდამაინც კარგად ვერ იყვნენ. ბორჯღალი ალბათ გეოცენტრული სისტემის ერთ-ერთი უძველესი მოდელია. ეტიმოლოგიას დავუბრუნდეთ. რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით, ბორჯღალიბარჩხალისგანწარმოდგება, რაც თვალისმომჭრელ ნათებას ნიშნავს. მეორე ვერსია განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვაძლევს: ”ბორჯმეგრულადდროყოფილა თურმე დაღალ” - ”წაღება”, ”სვლა”. ამ გაგებით ბორჯღალი დროის დინებაა. მაგრამ არსებობს მესამე, უფრო საინტერესო ვერსიაც, რომლის მიხედვითაცბორჯღიძველი ქართული სიტყვაა დაფესვს”, ”საძირკველსნიშნავს. მოგვიანებით თურმებორჯღისგანსიტყვაბურჯიგაჩნდა ქართულ ენაში. ამ ვერსიას თუ მივყვებით, ბორჯღალის კონცენტრაციის ცენტრი ისბურჯია”, საიდანაცღალები” (მნათობები) გამოედინება. ეს უკვე ჰელიოცენტრულ სისტემას ჰგავს. და მაინც, ბორჯ-ღალი, ბორჯ-ომი?

ქართულ მითოლოგიაში მუშთარის გარდა სხვა უამრავი მცირე თუ დიდი ღვთაება არსებობდა. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ბარბალე, მზის ქალღმერთი იყო. ბარბალესგან წარმოდგება ცეცხლისალი” (ბარბ-ალე, ”ალე” - ”ალი”). ცეცხლზე იტყვიან ხოლმე, აბარბალდაო (მზესავით გახდა). იგივე სიტყვა უნდა იყოსვარვარიც” (გავარვარებული = გაბარბალებული. - და - ახლოს მდგომობაში დასარწმუნებლად ესპანური ენის მაგალითის მოყვანაც საკმარისია). სხვათაშორის, ბერძნულ ენაშიბარბარუსიუცხოს, შორეულს ნიშნავდა; და თუ მამაკაცისთვის ეს ეპითეტი შეურაცხმყოფელად ითვლებოდა, ქალისთვის თურმე ნაკლებად, რადგან ეს მის ეგზოტიკურობაზე მიუთითებდა. აქედან გაჩნდა სახელი ბარბარა და შემდეგ ბარბი. ჩვენს ბარბალეს რომ დავუბრუნდეთ, მისი სახელი ყველაზე მნიშვნელოვანი იმითაა, რომ სწორედ მისგან წარმოდგება სიტყვაბორბალი” (მზესთან სიმრგვალით ფიზიკური მსგავსების გამო).

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეტიმილოგია, რომელსაც ბოლო პერიოდში ჩავწვდი, ბორჯღალის ერთ-ერთ მკლავზე მდებარე კიდევ ერთი მნათობის, ”მთვარისეტიმოლოგიაა. ძველად თურმე მასმთოვარესეძახდნენ. ნუ, ისდროთა განმავლობაში ხმარებაში გაცვდა. ახსნა: ჩვენმა წინაპრებმა ცას რამდენჯერაც ახედეს, იმდენჯერ თეთრი იყო ეს მთვარე. ჰოდა, იფიქრეს, თოვლის გარდა სხვა რა იქნებაო დამთოვარედაარქვეს, ალბათ სულ თოვს იქო.

ერთი ამბავი გამახსენდა. აფრიკაში რომელიღაც ტომის ბელადმა თავისი ქვეშევრდომებივერცხლისმოსატანად გაუშვა თურმე კილიმანჯაროზე. წამოიღეს იმათმაც ესვერცხლიმთიდან, მაგრამ ბელადს როცა მიუტანეს, ჭურჭელში წყლის მეტი არაფერი არ იყო. დასკვნა: ყველა ხალხი თავის სუბიექტურ სინამდვილეში ცხოვრობს. აფრიკელებს, რომლებსაც თოვლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, კილიმანჯაროს თოვლი ვერცხლი ეგონათ, ჩვენებს კიდე მთვარის ზედაპირის სითეთრე - თოვლი.

ტომზე გამახსენდა, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და კიდევ ერთი სიტყვის ეტიმოლოგიას ჩავწვდი ამას წინათ. ”ნატამალისთავდაპირველი ფორმანატომალიუნდა იყოს. ალბათ, ადრე ერთი ტომი მეორეს რომ დაიპყრობდა ხოლმე, იტყოდნენ, იმ ადგილას იმათინატომალიცაღარ დარჩაო.

ტრაბახს რაც შეეხება, მას ძალიან საინტერესო ეტიმოლოგია შეიძლება ჰქონდეს. გაგონილი გექნებათ ქართულ-ესპანური სიტყვების და კულტურების მსგავსებებზე და შეიძლება ის თეორიაც იცით, რომ ვიღაც მეფეს პირინეის ნახევარკუნძულის იბერები აღმოსავლეთით, პონტოს ზღვასთან გადმოუსახლებია საუკუნეების წინ. არ ვიცი ეს ამ თეორიას რამდენად ამართლებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტრაბახი ესპანური trabajo (ტრაბაჰო, ტრაბახო)-სგან წარმოდგება. Trabajo ესპანურად საქმეს, მუშაობას, ვაჭრობას ნიშნავს. ტრაბახის ჩვენეულ გაგებასთან ესპანური trabajo- დასაკავშირებლად ამ უკანასკნელის რომელიღაც ლექსიკონში მოცემული ერთ-ერთი მნიშვნელობა, ”საჩვენებლად გამოფენადაგვეხმარება. როდესაც ვაჭრობისას ესპანელი ვაჭარი თავის გასაყიდ პროდუქციას დახლზე გამოფენს და მათ ქებას იწყებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ტრაბახობს. თუ ესპანური სიტყვის ქართულ ენაში გავრცელება ვინმეს ძნელად წარმოსადგენად გეჩვენებათ,  შეგიძლიათმარიაჟიგაიხსენოთ, რომელიც ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ფრანგულიდან შემოსული სიტყვაა და ორიგინალშიქორწილსნიშნავს.

ქორწილი კიდევ პატარძლის გარეშე წარმოუდგენელია. პატარძალი ორი სიტყვის - ”პატადარძალი”- შეერთებით მიიღება. არა მგონია ასე მარტივი იყოს, მაგრამპატაშეიძლებაპატარასშემოკლებული ფორმაა. რძალს რაც შეეხება, მისი ეტიმოლოგია უფრო საინტერესოა. იოლი შესაძლებელია, რომრძალი”- ფუძერძეიყოს, რაც დედის მიერ ახალშობილის გამოკვებასთანაა კავშირში.

როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, რძალს, ჩვენი შედარებით გვიანდელი ტრადიციის მიხედვით, შუბას ყიდულობდნენ ხოლმე (wasntme). იუკატანის ნახევარკუნძულზე, დღევანდელი ბელიზის ტერიტორიაზე მაიას ტომის ძველი ქალაქი, კარაკოლი მდებარეობს. სახელი ესპანური ყოფილა, ”ხვეულსდა ”სპირალურს (volute) ნიშნავს და ქალაქს იმიტომ დაერქვა, რომ ესპანელებს მასთან მისასვლელად მიხვეულ-მოხვეული გზის გავლა დასჭირდათ. Volute- თუ დაგუგლავთ, სურათებში კარაკულის შუბის ნაწილების მოყვანილობის ამოცნობა არ გაგიჭირდებათ.

თვითონ იუკატანის ეტიმოლოგიაც ცალკე აღნიშვნის ღირსია. რა? სად? როდის?-თვის კითხვა მქონდა ერთხელ: ”ერთი წუთის შემდეგ მითარგმნეთ მაიას ტომის ენიდან ავსტრალიელი აბორიგენების ენაზეიუკატანი”. კითხვის გამოსაცნობად, რა თქმა უნდა, არც მაიას ტომის და არც ავსტრალიელი აბორიგენების ენების ცოდნა არ მოგეთხოვებათ. საკმარისია იმ ისტორიის გახსენება, თუ როგორ დაერქვა კენგურუს კენგურუ. გავრცელებული ვერსიით, როდესაც ევროპელებს ცხოველი პირველად უნახავთ, აბორიგენებისთვის უკითხავთ, ეს რა ცხოველიაო. აბორიგენებმა, რა თქმა უნდა, ევროპელების კითხვა ვერ გაიგეს და უპასუხეს, თქვენი ვერ გავიგეთო. კენგურუ დაახლოებით სწორედთქვენი ვერ გავიგესნიშნავს. ანალოგიური ისტორია არსებობს იუკატანთან დაკავშირებითაც. როდესაც რეგიონის სახელის გაგების სურვილის მქონე ესპანელმა კონკისტადორებმა მაიას ტომის ხალხს ჰკითხეს, ეს რა ადგილიაო, პასუხი იგივე შინაარსის იყო, რაც ავსტრალიელი აბორიგენების შემთხვევაში. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაიას ტომის სიტყვაიუკატანიავსტრალიელი აბორიგენების ენაზე ითარგმნება, როგორცკენგურუ”.

როგორც წესი, შეხვედრისასიუკატანზედაკენგურუზეხშირად ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას ეუბნებიან. საიდუმლო არაა, რომ გამარჯობაგამარჯვებისსახეცვლილი ფორმაა. მაგრამ აქ საინტერესო სხვა რამეა. ალბათ არცერთი ენის ცალკე აღებულ არცერთ სიტყვაში არ ჩანს ასე ნათლად ქვეყნის მთელი ისტორია, როგორც გამარჯობაში. ჩვენ ხომ მუდამ ომების და ბრძოლების გადატანა გვიწევდა სხვადასხვა დამპყრობელთან თუ დასაპყრობელთან. ბუნებრივია, რომ გამარჯვება ასეთ დროს ყველაზე სასურველი და საჭირო რამ იყო. ამიტომ, როდესაც ქართველი ქართველს შეხვდებოდა, პირველ სიტყვასგამარჯვებასეუბნებოდა/უსურვებდა.

საინტერესოა რუსული მისალმებაც. здравствуй- თავდაპირველი ფორმა здрава желаю იყო. რა გასაკვირია, რომ ცივ და ყინვებიან რუსეთში ჯანმრთელობა ყველაზე მეტად ფასობდა და ადამიანებიც მისალმებისას ერთმანეთსჯანმრთელობას გისურვებ”- ეუბნებოდნენ

დამახასიათებელია იტალიური მისალმებაც - ჩაო (Ciao). ჩაო ვენეციური ფრაზისგან, s-ciào su-სგან წარმოდგება, რაც ითარგმნება, როგორცმე შენი მონა ვარ”. მონის აღმნიშვნელი სიტყვა ვენეციურ ენაში s-ciào ან s-ciàvo იყო, რომელიც ლათინური sclavus-ისგან წარმოდგება. Sclavus-, თავის მხრივ, ”სლავურსნიშნავს. მონა და სლავი რომაელებისთვის გაიგივებული იმიტომ იყო, რომ ვენეციელებმა ბალკანელი სლავები დაიპყრეს და მონებად აქციეს. ინგლისური slave-იცსლავისგანწარმოდგება.

თვითონ ეტიმოლოგიის ეტიმოლოგიის გაგებაც მინდოდა, იქნებ რამე კარგი იყოსმეთქი. მარა დიდი ვერაფერი. ბერძნულიდან მოდის და, არ გაგიკვირდებათ და, ”(სიტყვების) ნამდვილი არსის შესწავლასნიშნავს.

აი, პოსტის სათაურის ეტიმოლოგია თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ რივსის TED talk-ის პირველი ორი წუთი ნახოთ. რივსი ამერიკელია და იმ ქალაქიდანაა, რომელსაც ჯერ ჰოლანდიელებმა ნიუ-ამსტერდამი დაარქვეს, ხოლო შემდეგ ინგლისელებმა სახელი შეუცვალეს.